|
2020-04-22 18:35:05, 2570 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მარნეულის აქციაზე - საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობა დაუშვებელია
„„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განშტოების ლიდერები, პირდაპირ იყვნენ ჩართულნი მარნეულში გამართული აქციის ორგანიზებაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „დღის ქრონიკა" განაცხადა. მისი თქმით, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობა დაუშვებელია. ისინი ამ აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ლიდერები. ყველაფერი იყო დღესავით ნათელი - იყო პოლიტიკური აქცია და ამ პოლიტიკური აქციის მიზნები არის ძალიან მკაფიო იმ პირობებში, როდესაც ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლისთვის იბრძვიან. ათეულობით ჩვენი მოქალაქეები ინფიცირებულები არიან და ექიმები მთელი თავიანთი საქმიანობით, ჩართული არიან ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამ პირობებში კეთდება ისეთი რამ, რაც ქმნის ეპიდემიის ხელოვნურ კერას, რაც ძალიან მძიმე ქმედებაა. ამ მძიმე ქმედებას ბუნებრივია, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. დაუშვებელია ასეთი ტიპის საბოტაჟის მოწყობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ იშლის ასეთ ქმედებებს და დღესაც ამის მორიგი გამოვლინება იყო მარნეულში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)