|
2020-04-22 10:57:37, 2186 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის სხდომას, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე უნდა იმსჯელონ, ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრებიან
როგორც ცნობილია, ოპოზიციის წევრები საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას ითხოვდნენ, რომელსაც მთავრობა 24 აპრილს წარმოადგენს. ოპოზიციის თქმით, მთავრობამ უნდა დაასახელოს, როგორ დაეხმარება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ამ ვითარებაში, როდესაც არც ბიზნესის გადარჩენის და არც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების გეგმა არ არსებობს, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად არ გაიზიარებს. „ჩვენი მოთხოვნა იყო რომ წარმოდგენილი ყოფილიყო საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და ვერ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ვინაიდან პარასკევს იქნება მხოლოდ ეკონომიკური საკითხების განხილვა და დღემდე არ ვიცით, როგორ აპირებენ ისინი ბიზნესის გადარჩენის პროგრამის შემოთავაზებას და რა დახმარებას აპირებენ სახლში გამოკეტილი და უმუშევრად დარჩენილი ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქისათვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი 22 და 23 აპრილს მიიღებს. როგორც ცნობილია, საპარალამენტო უმრავლესობა აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)