|
2020-04-03 13:26:35, 3172 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი - ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს
რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის უპირველესი ამოცანაა პოსტკრიზისულ პერიდში ბიზნესს გვერდში დაუდგეს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება, რომ შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. „იცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი 2012 წლიდან იყო მიმართული სოფლის მეურნეობაზე, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე და ის არაერთი პროგრამა, რომელიც იყო შეთავაზებული „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ასევე სხვა სტიმულირების მექანიზმების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იყო მიმართული სწორედ ჩვენი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე. ყველა ამ პროგრამამ გამოიღო ხელშესახები შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება, რომ შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, განსაკუთღებით, იმპორტის შემცველი დარგების განვითარებისთვის. ჩვენ ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც იქნება მიმართული ამა თუ იმ სფეროსა და დარგის განვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)