|
2020-04-03 13:15:46, 2428 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი - ბიზნესისთვის შემუშავდება საგარანტიო მექანიზმი, რათა ახალი სესხების აღებისას, მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის შემუშავდება კონკრეტული პროგრამები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღებისას, მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ. მისი თქმით, მთლიანობაში, საგარანტიო მექანიზმი არის ორიენტირებული დაახლოებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორთფელის გადაზღვევისთვის. „ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, შესაბამისად ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციის დაბრუნება და ამ მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა სექტორებთან და დარგებთან, რათა კონკრეტულად მათზე ორიენტირებული, მიზნობრივი და ძალიან აქცენტირებული მექანიზმები შევთავაზოთ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის ის პროდუქტი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთანაც და ეროვნულ ბანკთან, რათა იყოს შემუშავებული ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორების გამოწვევებს პასუხობს. საგარანტიო მექანიზმი მთლიანობაში არის ორიენტირებული დაახლოებით ასევე 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორთფელის გადაზღვევისთვის. შესაბამისად, სხვადასხვა ინსტრუმენტებით სხვადასხვა დარგებისთვის და სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული სხვადასხვა კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას ახალი სესხების აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული იმაში, რომ კომპანიები შეძლებენ თავისი სესხების მომსახურეობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)