10:44 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 20:26:51, 1634 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა

 საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგილი ამხანაგური მატჩი რაგბში აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ Tass რუსეთის საგბის ფედერაციაზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მატჩი თბილისში 27 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ფედერციაში აცხადებენ, მისი გადადება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და დაძაბულ ვითარებას უკავშირდება. 

"რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს იწვევს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებით, მატჩის გაუქმება ორი ქვეყნის რაგბის ეროვნული ფედერაციების ურთიერთობებზე არ აისახება.

"რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს რაგბის კავშირთან. ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელად ვუხდით ბოდიშს", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics