16:22 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 15:30:35, 2091 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ხელისუფლებამ ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია რეიდერ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

 „ხელისუფლებამ ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია რეიდერ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანსაღ პოლიტკურ პროცესებს შეაფერხებს.

„ჩვენ არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპულის სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პროცედურული ასპექტების განხილვისა ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა ალბათ იმას, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, შედეგად ვღებულობთ იმასა, რომ დამოუკიდებელი ობიექტური თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს. ხელისუფლებამ  ისტერიულად დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმა რეიდერ ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური მდივანი. "რუსთავი 2" არ არის კილომეტრებით კაბელები, "რუსთავი 2" არ არის მხოლოდ გადაცემები, "რუსთავი 2 "უპირველეს ყოვლისა არის იდეოლოგია და ღირებულებები“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics