|
2026-07-31 15:56:43, 259 ნახვა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარეობს, მიგრანტების მასობრივი შემოდინება ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ქალაქში ჩასულმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. მისი განცხადებები კაბინეტის ვებსაიტზე გავრცელდა. პრემიერ-მინისტრმა „გუშინ მომხდარს თავდასხმა, ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ უწოდა. ბოლო დღეებში, 1500-ზე მეტმა მიგრანტმა ძალით შეაღწია ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც გიბრალტარის სრუტის აფრიკულ სანაპიროზე მდებარეობს და მაროკოს ესაზღვრება. ავტონომიური ქალაქის მერმა, ხუან ხესუს ვივასმა, ხუთშაბათს, 30 ივლისს, განაცხადა, რომ ანკლავში „ჰუმანიტარული და სოციალური საგანგებო მდგომარეობა“ მიმდინარეობს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)