10:45 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 13:04:09, 903 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში ახალი სპორტული მოედნები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში ახალი სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.

ვარკეთილი 3-ის პირველ მიკრორაიონში, N21ა კორპუსის მიმდებარედ 480 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და შშმ პირთათვის ადაპტირდა. სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარე განათების სისტემა.

სპორტული მოედნის მშენებლობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი გამოიყო.

ახალი სპორტული მოედნის მოწყობა ასევე, მიმდინარეობს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის N406 კორპუსის მიმდებარედ. 540 კვ.მ ფართობის ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ივლისის ბოლომდე გაიხსნება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 93 500 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების მოწყობას სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკა სპორტი“ ახორციელებს.

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე წელს უკვე 15 სპორტული მოედანი და 26 ფიტნეს ზონა მოეწყო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics