|
2019-07-19 10:47:54, 812 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო
„თიბისის“ საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს კურსებზე - UX და NET. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 31 ივლისამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ: · UX - https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 · NET - https://forms.gle/7Ptn8iyexPZyfgBQ6 „თიბისი“ IT აკადემიაში სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო პლატფორმა ერთი მხრივ, აერთიანებს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი, მეორეს მხრივ, კი მათ შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. „თიბისი“ IT აკადემიაში განათლების მიღება ჟიურის მიერ შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ. 4 თვის განმავლობაში, ახალგაზრდებს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე. სტუდენტების პირველმა ნაკადმა IT აკადემიაში 4 თვიანი კურსი უკვე გაიარა. თიბისის გადაწყვეტილებით, აკადემიის 25-ვე კურსდამთავრებული სტუდენტი თიბისი ბანკსა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდება. „თიბისი“ მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თიბისი ავითარებს ეკოსისტემებს, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის მონაწილე კომპანიები ინტეგრირებული სერვისების მიწოდებით ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ფინანსური ტექნოლოგიების ცოდნის შეძენა და გავრცელება მთელ ბაზარზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თიბისი IT აკადემიის დაფუძნება. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კურსზე სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა სტუდენტმა შეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კარგი განათლების მიღება", - ამირან შეროზია, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. „თიბისი“ IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy.
(R)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)