08:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 13:30:32, 1338 ნახვა

საზოგადოება
მალე ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა 1 ბილეთით იქნება შესაძლებელი

თბილისის ავტობუსში, მეტროსა და მიკროავტობუსში მგზავრობა ინტეგრირებული, 1 აღებული ბილეთით იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის რეფორმაზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

„გვექნება ერთიანი გადახდის სისტემა – ერთი აღბული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავროთ როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გვექნება სრული პრეზენტაცია”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, იგეგმება უფრო დიდგაბარიტიანი ავტობუსების შემოყვანა, რისთვისაც ქალაქის ინფრასტრუქტურაში სპეციალური ზოლებია გათვალისწინებული.

„დედაქალაქში შემოვა უფრო დიდ გაბარიტიანი - 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები. რა თქმა უნდა, მათთვის მოეწყობა შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომ ამ ზომის ავტობუსებმა თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც დრეს ხორციელდებაა ქალაქში გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკულია და მათ შესაცვლელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მიკროავტობუსებს, რომელიც 2011 წელს შემოიყვანეს, მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და არის უმძიმესი. ყველანაირი რესურსები ამ მიკროავტობუსებს ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ კერძო კომპანიასთან, რომ ჩავანაცვლოთ ეს მიკროავტობუსები. ეს მართლაც ასე იქნება. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვნათ და დედაქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას”, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics