|
2019-07-16 12:44:22, 836 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა
თბილისის მერმა კახა კალაძე მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა. მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თითოეული პროექტი სწორედ ამ ადამიანების ხელით ხორციელდება. „ესენი გახლავთ ის ადამიანები, რომლებსაც ამ სისტემაში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი გააჩნიათ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან თბილისს და თბილისელებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს საზოგადოება. მათ არა აქვთ თანამდებობები, ისინი შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან - ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სახელოვნებო სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ. ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციაში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლესაც კი. და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. არ იცნობს საზოგადოება. არ ვიცი, რომელ მათგანზე შევაჩერო ყურადღება. ისინი საოცარი ბიოგრაფიის ადამიანები არიან. მათი ისტორიები უნიკალური და გამორჩეულია. თითოეული მათგანი არის მაგალითი პატიოსნების, შრომის, ნიჭიერებისა და კეთილსინდისიერების. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან. დასაფასებელია ამ ადამიანების მოღვაწეობა. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობის 20-25-30-40 წლიანი სტაჟი აქვთ. აქ რამდენიმე მათგანი არ იმყოფება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლითაც ამაყობს თითოეული თბილისელი, თითოეული ჩვენგანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის თქვენი დამსახურება და ზუსტად თქვენნაირ ადამიანებზე გადის მათ მომზადება და განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძე. თბილისის მერი 60-ზე მეტ თანამშრომელს შეხვდა.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)