07:04 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 12:16:27, 1175 ნახვა

საზოგადოება
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფერმერებს ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სამაცივრე მეურნეობა აქტიური დატვირთვით მუშაობს“, -  განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილე გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის სამაცივრე მეურნეობების მუშაობის პროცესსაც გაეცნო და მათ მფლობელებს შეხვდა.

დღეისათვის, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება  პიკურ პერიოდშია და დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ხილი იკრიფება. დღეის მონაცემებით,  საქართველოდან 4000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics