04:06 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 13:03:46, 1053 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე კი10 000 კვ.მ.ფართობზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.უახლოეს მომავალში ადაპტირებული ტროტუარიც მოეწყობა. 

გარდა ამისა, მოწესრიგდა საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მისასვლელი გზა. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

რაიონის გამგებლის გაიოზ ვასაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა პრობლემური იყო და მისი მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასაც გააადვილებს. 

“მიმდინარე წელს დიდ დიღომში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, ამ დროისთვის შვიდ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. არჩილ მეფის ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ბევრ მონაკვეთზე გზა ჩაწეული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმ თვალსაზრისითაც, რომ აღნიშნული ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მალე ეს ქუჩა განახლებული და მაქსიმალურად მოწესრიგებულიიქნება“,-განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 560 ლარია გამოყოფილი. პროექტს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ ცეკური“ ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics