|
2019-07-05 13:25:17, 863 ნახვა
საზოგადოება
მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის მერია სემინარს გეგმავს
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, 9 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს სემინარს „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“. კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“, რომელიც წლებია აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურიზმის სექტორში, მსმენელებს გააცნობს სფეროს უახლეს ტენდენციებს, განიხილავს ფასების დინამიკას, კონკურენციას ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, სასტუმროების პოზიციონირებას (მინიმუმ 10 სასტუმრო ოთახი), კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს. ამასთან, საქართველოს ბანკის მარკეტინგის ჯგუფის წარმომადგენლები ისაუბრებენ თანამედროვე ციფრული მაკეტინგის ტექნოლოგიაზე და მის არხებზე, ასევე, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებზე. ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ ევროპული ქვეყნების მაგალითზე განიხილავს შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას. სემინარზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა მცირე და საშუალო განთავსების ობიექტის თანამშრომელს.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)