|
2019-07-03 15:04:35, 978 ნახვა
საზოგადოება
დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო
თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლე აბანო. „პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსგავსი სივრცეების მოვლა-პატრონობა და არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ. მე დავავალე თბილისის განვითარების ფონდს, რომ მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც ბევრი ბარაკია და მოსახლეობა ცხოვრობს მძიმე პირობებში, შემუშავდეს რეაბილიტაციის პროექტი და მოხდეს მისი განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდე (1 997 851 ლარი) თანხაა განსაზღვრული, სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაგუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, „იკომოს საქართველოს“ წარმომადგენელი მერაბ ბოჭორიძე იმყოფებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)