23:52 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 16:01:10, 1532 ნახვა

საზოგადოება
ბახტრიონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N18-N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა.

სკვერში მცენარეთა-მოვლა პატრონობის ღონისძიებებიც ჩატარდა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირების სამუშაოები განხორციელდა.  

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ვფიქრობ, ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად შეძლოს დასვენება. ჩვენთვის მსგავსი სივრცეების მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 63 528 ლარი დაიხარჯა.

ამ დროისთვის, სკვერის რეაბილიტაცია ზაქარიაძის ქუჩა N10-სა და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N5-N6 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics