|
2019-06-26 13:08:58, 1135 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების ჭრისა და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლების პროცესი გაგრძელდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დედაქალაქში დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ სანიტარიული ჭრების შესახებ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს და აღნიშნული ჭრები გადაუდებელი აუცილებლობაა. „საზოგადოება უკვე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ, დედაქალაქში ძალიან ბევრი დაავადებული ფიჭვია. ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მავნებელი გადამდებია. რა თქმა უნდა, გამხმარი ხეების მოჭრა აუცილებელია. ამავდროულად, ხდება მათი ჩანაცვლება. საგაზაფხულო რგვები უკვე განვახორციელეთ და ანალოგიურად, შემოდგომაზეც ვაპირებთ, რომ მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დავრგოთ. უახლოეს დღეებში, კონკრეტულ ლოკაციებზე, ქუჩებზე იწყება გამხმარი ფიჭვების ჭრის სამუშაოები. საზოგადოება წინასწარ მინდა გავაფრთხილო, რომ შეცდომაში არავინ შეიყვანოს. ხშირი იყო ამ თემით მანიპულირება, მოსახლეობას ატყუებდნენ, რომ თითქოს, სხვადასხვა მშენებლობის გამო, ჯანსაღი ხეები იჭრებოდა. მგონი, ამ კონტექსტიდან გამოვედით და ყველა ხედავს ჩვენს მიდგომას, როგორია ჩვენი მწვანე პოლიტიკა, ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, ქალაქის ეკოლოგიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, სანიტარიული ჭრების სამუშაოებს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ. „აღნიშნულ სამუშაოებს ჩვენი სამსახურები ჩაატარებენ, „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ დაზიანებული ფიჭვები განადგურდეს, რადგანაც დაავადება გადამდებია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრის პროცესი უკვე დაწყებულია. სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელდება. უახლოეს მომავალში დაავადებული ხეების მოჭრა დაგეგმილია ისეთ სარეკრეაციო ზონებში, როგორიცაა თამარაშვილის სკვერი, ვერის ბაღი და 9 აპრილის პარკი.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)