|
2018-07-24 15:35:42, 679 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის 1-წლიანი ლიცენზიის აღება 50-100 ლარი ეღირება
თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული რეგისტრაციის წესი, რომლის მიხედვით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. აღნიშნული რეგულაციის დეტალებზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. „ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც მიიღებენ ნებართვებს“, - განმარტა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ნებართვის 1 წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა. „ამ მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს - ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსებისთვის.
(NS)
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)