16:03 - 31 Jul, 2026
|
2018-07-23 16:31:04, 581 ნახვა
საზოგადოება
შეფერხების გამო, ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს ბილეთის საფასურის 50%-ს დაუბრუნებენ
ზუგიდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობის გამო, აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე ტექნიკური მიზეზით გაჩერდა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა. „თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ყველა მგზავრს კომპენსაციის სახით, ბილეთის საფასურის 50% უკან დაუბრუნდებათ. თანხის მისაღებად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერ სალაროს მიმართონ. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)