16:04 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 11:44:42, 875 ნახვა

საზოგადოება
„გადადგეს „საქნახშირის“ ადმინისტრაცია“ - ტყიბულში აქციები დაიწყო

ტყიბულში დღეიდან ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო.

აქციის მონაწილეები კომპანია "საქნახშირის" ადმინისტრაციის გადაყენებას და შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

მომიტინგეები ასევე ქალაქის პარალიზებაზე საუბრობენ.

"მანქანებით მოვივლით მთელ ქალაქს და მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ. ასევე მოვუწოდებთ, რომ დახურონ მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები, რათა მოხდეს ქალაქის პარალიზება. ამ ქალაქის გადასარჩენად მოსახლეობა ერთად უნდა დავდგეთ. მთავარი მოთხოვნა გვაქვს, რომ "საქნახშირის" ადმინისტრაცია გადადგეს და ხელმძღვანელობამ დაკევბული თანამდებობები დატოვოს. ეს მოთხოვნა იქამდე იდგება დღის წესრიგში, სანამ არ დაკმაყოფილდება და ეს ადამიანები არ აღმოაჩნდებიან იქ სადაც მათი ადგილია", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოქალაქეები ასევე, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მამუკა ბახტაძეს მოუწოდებენ მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს. აქცციის მონაწილეების თქმით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი პროტესტს გააგრძელებენ და აქციები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

აქცია ტყიბულში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 16 ივლისს მინდელის შახტში კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შახტის ერთ-ერთ უბანზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics