2026-07-25 13:24:02, 273 ნახვა
სამართალი
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 39 წლის ნიკო ხურცილავას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ხურცილავას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
იუმორისტ და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს თავს 22 ივლისს დაესხნენ. მას სამი პირი ფიზიკურად საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაუსწორდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან