|
2023-10-24 17:17:26, 742 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული
გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ახლო მომავალში „3+3“ ფორმატში, შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს ტერიტორიების დეოკუპაციაა. „პირველი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება ცალკეული ჯგუფებისთვის მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის კომენატრსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, ირანში სამხრეთ კავკასიის შესახებ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალში მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, "საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა". დღეს, 24 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში „3+3“ ფორმატში, შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს და ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედება "ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს". აღსანიშნავია, რომ თავად „3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა და მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)