|
2023-09-18 17:28:33, 1085 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა პრეზიდენტზე - მოდი რა, დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს
გვაქვს საფუძველი, რომ ვუთხრათ - მოდი რა, დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის მხარდამჭერი არ არის. "ბოლომდე გვაქვს მიყვანილი რეკომენდაციები და ახლა რომ ჩაერთე, ბიჯო, არავინ გეკითხება, შენი მანდატი ეს არ არის და მაინც კონსტიტუციის დარღვევით ერთვები ამ საკითხში, რა არის ეს. თან აქ საუბრობ, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს ხელისუფლება - ეს არ არის მხარდამჭერი განცხადება პრეზიდენტისგან. სულ რომ ასე იყოს, დავუშვათ - ეს განცხადება უნდა გააკეთო?! გვაქვს საფუძველი, გონივრული საფუძველი, რომ ვუთხრათ, მოდი რა, ქალბატონო, დაისვენეთ, იყავით ამ სასახლეში, სადაც ხართ. სადაც ამდენი ხანი არ გასულხარ, არ დაინტერესებულხარ, მოდი რა, ახლაც დაისვენე, ნუ გააფუჭებ საქმეს",- განაცხადა ზარქუამ.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)