|
2023-09-18 12:19:15, 886 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია სუს-ზე - არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, დღის წესრიგია ფარცხალაძე, FSB-სთან ჩახუტება
არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბ-სთან 'ოცნების" ჩახუტება,- ასე ემაურება პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ხოშტარიას თქმით, დროა, საზოგადოებამ "რუსუთში ნასწავლი ხრიკები ისწავლოს". "ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ახლა, ორშაბათიდან დაიწყებენ ისევ ფარცხალაძე და თვითმფრინავიო და მოდი, დილიდან დავაბრეხვოთ რამეო და ყველა მაგაზე ილაპარაკებსო. თან სტატუსის ამბავი ხომ უნდა დააბრალონ მერე ყველას. მოკლედ, საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბ-სთან "ოცნების" ჩახუტება. დროა, ვისწავლოთ ამათი რუსეთში ნასწავლი ხრიკები. 1. სადაა ფარცხალაძე; 2. ვინ მონაწილეობდა ფსბ-ს მართულ საზ. აზრის ცვლილების ოპერაციაში; 3. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფარცხალაძის სანქციების შემდეგ; 4. სუს-ის დანაშაული ფარცხალაძის ხელის დაფარებაში; და ასე შემდეგ",- წერს ხოშტარია. შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)