|
2023-09-16 13:20:41, 816 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ფარცხალაძეზე - აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფეხებში ესროლა
აშშ-მა ივანიშვილს ფეხებში ესროლა და დარწმუნებული ვარ ახლოსაა ის ყულფი, რომელიც ვიწროვდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მიმართ სერიოზული გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან "შოთაძის უწყება თავის გარემოცვას არ დაიჭერს". "ფარცხალაძის წინააღმდეგ რაიმე სერიოზული ღონისძიების გატარება, რომ ის დააკავონ ან რაიმე ასეთი განახორციელონ, ამას არათუ ვერ გაბედავენ, არამედ ვერ გააკეთებენ. მაშინ შოთაძემ საკუთარი თავი უნდა დააკავოს და ყველა ის თანამდებობის პირი, ვისთანაც შეხება ჰქონია, ისევე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაც, რადგან, ჩვენ ვიცით, რომ ნათელმირონობა აქვთ ბერას და ფარცხალაძეს. ამიტომ, ყველას კარგად გვესმის რომ მთავარი ჯაშუში და მტერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია. აშშ-მა ივანიშვილს ფეხებში ესროლა და დარწმუნებული ვარ ახლოსაა ის ყულფი, რომელიც ვიწროვდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კისერზე",-განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)