|
2022-11-16 11:44:05, 775 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიამ საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია გადაუგზავნა
თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე გადაუგზავნა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტში ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი ასახული არ არის. „ბიუჯეტის პირველადი ვერსია მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ მიმდინარე ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მასში არ არის ასახული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2023 წელს, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, გვაქვს შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაზუსტდება კონკრეტული ოდენობა, თუ რა თანხით დაეხმარება ცენტრალური ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს, საბოლოო პროექტი საკრებულოს წარედგინება, ხოლო იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი 2023 წელს გეგმავს, მერია თბილისის მოსახლეობას დეტალურად გააცნობს.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)