|
2022-05-16 10:48:48, 1408 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია - აბა თქვენ იცით! დარჩით „მთავარზე“და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება
აბა თქვენ იცით! დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება,- დაწერა „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკში მას შემდეგ, რაც მას სასამართლომ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო.მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)