22:05 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 18:53:16, 930 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა როგორ გაგრძელდება

მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ,, მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ქვეყანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აქვს პირობა, რომელსაც მისი უფლებადამცველი, ნიკა გვარამია, მოგვიანებით გააჟღერებს. 

„მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არ ყოფილა რომელიმე ჰოსპიტალში შემოსვლა და რაც მოხდა, იცით. იქიდან გამომდინარე, რომ მის პროტესტს შეუერთდა ბევრი ადამიანი და ის განიცდის მათ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ სიტუაციას და სურს გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას მისთვის მაგრამ ეს არ არის მისი არჩევანი, არ გორი, არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას, არა იმიტომ, რომ მოხარულია, მისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა როგორ გაგრძელდება, ამიტომაც აქვს ერთ-ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა გვარამია და უკრაინის კონსული, მასთან ერთად გაივლიან ამ საკითხს და ნიკა გაცნობებთ მის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხერხეულიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics