|
2021-11-19 14:55:31, 822 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი სააკაშვილზე - როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, აღარ არის საჭირო არანაირი დებატი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ელჩი აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი. „ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა სათანადო ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულია მას მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, რომა რაც მოხდა აღარ განმეორდეს. მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრების მხრიდან. უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობაზე გაიცა. გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“, - აცხადებს კელი დეგნანი.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)