23:59 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 15:59:50, 684 ნახვა

პოლიტიკა
Bloomberg - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის საქმეზე ჩვენება საქართველოდან მისცა

ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოში ჩვენება თარჯიმნის მეშვეობით, საქართველოდან, ვებ-ლინკის გამოყენებით მისცა, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს .

გამოცემის ცნობით, 2019 წლის ბოლოს Bloomberg-თან ინტერვიუს შემდეგ, ეს ბიძინა ივანიშვილის პირველი საჯარო გამოსვლაა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შპს Credit Suisse Life-ს იმის გამო უჩივის, რომ კომპანიამ ვერ შეძლო თავისი თანამშრომლის დანაშაულის აღმოჩენა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს 400 მილიონი დოლარი დააკარგვინა.

„ბერმუნდის საქმე საკვანძოა, რადგან მას შეუძლია გზა გაუხსნას სხვებს სინაგუპირსა და ახალ ზელანდიაში, სადაც ივანიშვილმა ასევე უჩივლა Credit Suisse-ს, რადგან, ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ბანკში ჩადებული თანხის თითქმის ნახევარი“, - წერს გამოცემა.

 საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. 

ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. 

16 ნოემბრის სასამართლო პროცესზე ბანკის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც ეკისრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics