02:55 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 13:55:46, 693 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე გრიგოლი – მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა სააკაშვილს სინანული და ნამდვილი ფერისცვალება

მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, ნამდვილი ფერისცვალება, – ამის შესახებ ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზის მისვლასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქრისტიანულად კარგია, როცა მღვდელმთავარი შედის მასთან, მშვიდად ესაუბრება და აზიარებს.

"იურდიულად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, მშვიდად ესაუბროს, აზიაროს. კიდევ ერთხელ აუხსნას რა არის მარხვა, სინანული, შეწყალება და შერიგება. მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება. ჩვენ ვიხსენებთ მიქაელს, როგორც საპყრობილეში მყოფ ადამიანს, კვეთაში, ბარძიმში ვლოცულობთ. საერთოდ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რომ იყოს შერიგება, პატიება, იყოს სიტყვა შემიწყალე, მაპატიე. როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, პატრიარქი ეუბნებოდა ოპოზიცია–პოზიცია, შერიგდით, მოუსმინეთ ერთმანეთს", – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე–12 დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი მეუფე ნიკოლოზმა აზიარა და მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 40 დღიანი მშრალი მარხვით ექს–პრეზიდენტმა დიდი ღვაწლი გასწია. აღნიშნულს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40–დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics