|
2021-11-11 13:23:15, 639 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია – სტრასბურგს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ჩვენი ინტერესია, იქამდე პრობლემა მოიხსნას
„სასამართლომ მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. „სტრასბურგის სასამართლოს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მან მთავრობას სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, იმ პირობებზე, როგორშიც ის ჰყავთ, როგორ ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 24 ნოემბრის შემდეგ. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, არა თუ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ან თუნდაც მთლიანი ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესია, რომ იქამდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი და მოხსნილი იყოს.“ - განაცხადა ბოკერიამ ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარ განცხადებაში მთავრობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა, ხოლო თავად მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)