07:05 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 14:44:11, 629 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია მოწამვლაზე - ყურადღების გადატანის მცდელობაა, აბსოლუტურად არაადეკვატურ საკითხზე

"დროას ლიდერი", ელენე ხოშტარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მისი მოწამვლის შესახებ ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა.

მისი თქმით,  ერთადერთი, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უნდა იფიქროს  სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პასუხისმგებლობაა.

"ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუყვათ. ერთადერთი, რაზეც მათ ფიქრი მოუწევთ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის "ქართული ოცნების: თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთ-ერთ თათბირზე „ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics