07:53 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 22:07:23, 652 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში, მისი წამებაა როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე -8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოში, კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით - ამის შესახებ ცენტრი "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა საკუტარ "ფეისბუქ" გვერდზე განაცხადა.

იგი ასევე იმ ფაქტსაც გამეხმაურა, რომ გლდანის ციხის მსჯავდებულები შეურაცმყოფელ რეპლიკებს აკეთებდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით, მისი თქმით,  ეს"იმიტირებული და მართული ხმაური მე 8 - ე საპყრობილეში ემსახურება ღირსები შემლახავ მოპყრობას"

"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე -8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოში, კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე 3 -ე მუხლი - წამების აკრძალვა, ასევე, მე 2- ე მუხლი - სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მე 8 მუხლი - პირადი ცხოვრების უფლება, ასევე, სხვა მუხლები. ცენტრი ემპათიას ექსპერტთა ჯგუფი კვლავ დაბეჯითებით მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებით. იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ამწვავებს მოშიმშილის პროტესტს და დამატებით რისკს უქმნის მის სიცოცხლეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ,  საქართველოს სახალხო დამცველი. იმიტირებული და მართული ხმაური მე 8 - ე საპყრობილეში ემსახურება ღირსები შემლახავ მოპყრობას. სავარაუდო ნაძალადევი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არღვევს მალტის დეკლარაციას, ასევე პაციენტის უფლებას."-  წერს ჯიშკარიანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics