|
2021-11-04 17:21:29, 779 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე – აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია
„არ მინდა საზოგადოებისა და თბილისელების დაყოფა - ჩემიანებად და არაჩემიანებად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კითხვაზე - რას ფიქრობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა, ისურვებდა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი პოლემიკა არსებობდეს. „ოპოზიციის გადასაწყვეტია აქციების გამართვა და საკუთარი შეხედულებების სხვადასხვანაირად გამოხატვა. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ჯანსაღი პოლემიკა, დებატები სხვადასხვა საკითხზე. მე პირადად მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ მინდა საზოგადოების და თბილისელების დაყოფა - ჩემიანებად და არაჩემიანებად. მე ვარ ყველას მერი. ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ამ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესი იყოს, რაც ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოპოზიციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რადგან მისივე თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ქვეყნისთვის და ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანია. „მზად ვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებთან, რომლებიც თბილისის საკრებულოში არიან წარმოდგენილნი. მოვიდნენ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. მხოლოდ ჩვენ კი არ ვიცით ამ ქალაქის პრობლემები. შეიძლება რაღაც შეგვეშალოს, გამოგვრჩეს. შესაბამისად, თანამშრომლობა საჭიროა. აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის და ზოგადად, ამ ქალაქის განვითარებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)