|
2021-11-02 20:08:21, 817 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, ერთხელ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში
ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ბათუმელებისადმი გამოგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც გიორგი კირთაძემ წაიკითხა. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს. "მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას! ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს! ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის. ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი, თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი. ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ისინი უნდა გავხსნათ! აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი სწევს, აღარასდროს უნდა დაეშვას!"- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აქციები დაანონსეს, ქვეყნის დიდ ქალაქებში, პირველი აქცია ბათუმში ჩატარდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)