10:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 18:32:14, 866 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია – ვდებ ფიცს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად

ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არა მისი უბრალო სურვილი, არამედ ვალდებულებაა. 

"ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის ჩემი, უბრალოდ სურვილი. ეს არის ვალდებულება და მე ჩემდა თავად, აი, აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ის. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენ და მასაც გავათავისუფლებ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ბატონი გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი არაა", – განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics