|
2021-11-02 16:46:24, 698 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მანდატები ვადამდელის მოთხოვნისთვის და სააკაშვილის მონახულებისთვის აუცილებელია
"ნაციონალური მოძროაბის" ერთ- ერთი ლიდერის, ქუთაისი მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იგი იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, დეპუტატებს მანდატები სჭირდებათ, იმისთვის, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, მივიდნენ კენჭისყრაზე და ხმა მისცენ და ასევე იმისთვის, რომ მათ არ შეეზღუდოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულება. „იცით, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა, ის ისევ იმ პოზიციაზეა და მეც ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში. მაგრამ აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე ხაზი უნდა გავუსვა, რა თქმა უნდა, მეც ეს ვუთხარი , პირველი, რომ ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ ჩვენ ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და რაღაც პროცედურულ საკითხში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ვადამდელ არჩევნებზე დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც აუცილებელია. ასევე, ის, რაც მე ვუთხარი, აუცილებელია მისი ნახვა, თანამებრძოლების ნახვა ყოველდღიურად, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაშიც, რა თქმა უნდა, მეთანხმება. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? რომ იგი მოაქციოს იზოლაციაში და არ ჰქონდეს არავითარი საშუალება ჩვენთან კომუნიკაციის და, რა თქმა უნდა, ამაზე ეს არის ჩემი პოზიცია და ისიც იზიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს საშუალება. რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი, პატარა ვაკუუმიც კი უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არაფერი არ გვესაქმება, მაგრამ ვადამდელი არჩევნებისთვის და მისი ციხეში მონახულებისთვის აუცილებელია ამ ბერკეტის გამოყენება.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)