10:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 14:32:30, 512 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს ეუთო/ოდირის მისია დააკვირდება

იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს  ეუთო/ოდირის მისია დააკვირდება- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

მისი თქმით, "გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერისა" და ქუთაისი ვიცე მერობის კანდიდატის იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

"დღეს არის უკვე ჩანიშნული სასამართლო და  რა თქმა უნდა ეს სასამართლო იქნება ზუსტად ისე, რა დავალებასაც მიიღებს ის სუს-დან და პოლიციიდან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი. არაფერი გარდა უხმო პროტესტისა იმედას არ ჩაუდენია და შესაბამისად მე, როგორც მისი მეგობარი, ადამიანი, რომელმაც ერთად გამოვიარეთ ეს საარცევნო კამპანია კატეგორიულად ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვით ადამიანი განთავისუფლდეს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე

შეგახსენებთ, რომ იმედა კლდიაშვილი  გუშინ ქუთაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა. ის იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics