|
2020-12-15 14:42:20, 570 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობა, გარდა იუსტიციის მინისტრისა, უცვლელი რჩება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დრომდე ცვლილება მხოლოდ იუსტიციის ნაწილშია გამოკვეთილი. „პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში. მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება უკვე განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერჯერობით, არ გვიმსჯელია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პრემიერს. არსებითად იგივე რჩება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, ჯერჯერობით იუსტიციის ნაწილში იქნება გამოკვეთილი ცვლილება, თუმცა, სხვა რაიმე ინფორმაცია ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით პრემიერს. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)