|
2020-12-15 11:19:43, 536 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ვწუხვარ, რომ პარტიასა და თავმჯდომარეს შორის ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა
ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების საკითხს. როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, დეტალებში ჩაღრმავებას არ აპირებს. „პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ", - წერს ხატია დეკანოიძე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)