|
2020-12-14 14:43:09, 590 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოდიშებთან დაკავშირებული წინაპირობები მოლაპარაკებას ხელს უშლის
„ქართული ოცნების“ მხრიდან ბოდიშებთან დაკავშირებული განცხადებები მოლაპარაკებას ხელს უშლის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე მოუწოდებს ყველას, რომ ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მოლაპარაკებას ჩიხში მეტად შეიყვანს. „სიტუაცია ძალიან მძიმეა და აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებთ, რომ ნუ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს და ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც მოლაპარაკებებს უფრო ჩიხში შეიყვანს. მოვუწოდებ როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე თითოეული ოპოზიციის მხარეს. ამ ეტაპზე, როგორც მე ვიცი, ყველა ოპოზიციური მხარე მზადაა მოლაპარაკებისთვის. წინაპირობების დაყენება ბოდიშებთან დაკავშირებით, რაც გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების პროცესს ხელს უშლის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)