10:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 13:05:04, 521 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - ბოიკოტის სამართლებრივი ფორმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას გაზრდის და შედეგად კომპრომისი გარდაუვალია

„ბოიკოტის სამართლებრივი ფორმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლაზე გაზრდის და შედეგად კომპრომისი გარდაუვალია“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანდატების დათმობის ფაქტი სამართლებრივად დადასტურდეს და ოფიციალური სახე მიეცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოიკოტი ბოლომდე სამართლებრივად გაფორმდეს, ასევე  გაფორმდეს მანდატების დათმობაც, იმისათვის რომ დასრულდეს ეს პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და იქნება შემდგარი ფაქტი სამართლებრივად, პარლამენტის მიმართ ბოიკოტის გამოცხადების შესახებ, შემდეგ ბუნებრივია, რომ ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ გაასმაგდება და გაიზრდება, რის შედეგადაც კომპრომისი და დათმობა საზოგადოების უმრავლესობის ნების წინაშე იქნება სრულიას გარდაუვალი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics