|
2020-12-09 13:30:56, 606 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს პარლამენტში და ამისთვის კოლეგა პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა
ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს პარლამენტში, რისთვისაც კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას. მისი თქმით, თუ ალეკო ელისაშვილს საუბარი იმაზე, რომ „ევროპული საქართველო“ არის საბოტაჟის რეჟიმზე, არასერიოზულია. „მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები, რომ ჯერ ერთი, ვითომ ფულის აღება დავაბრალეთ და მსგავსი არ ყოფილა არასოდეს არაფერი. ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით, ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს პარლამენტში და გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად, რაც კიდევ ერთხელ მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა, რომ შევიდეს უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ახლა წაართვეს ქართველ ხალხს ნება თავისუფალ არჩევნებზე, არ ჩაატარეს თავისუფალი არჩევნები. ამის გამო გვინდა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს. თუ მას მიაჩნია, რომ რაიმეს გაუმჯობესების მიზნით უნდა შევიდეს პარლამენტში, არჩევნებს თავი დაანებოს და თქვას, რომ სამართლიანი იყო, ივანიშვილს გაუპრავოს ეს არჩევნები. ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას. რატომ შემოაქვს ასეთი განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, როდესაც ჩამოყალიბებულები ვართ ყველა ოპოზიციური პარტია, გაუგებარია და აჩენს ეჭვებს მის ქვედა ძრახვებზე. სხვა არანაირი დასკვნის გაკეთება არ შემიძლია. საუბარი იმაზე, რომ „ევროპული საქართველო“ არის საბოტაჟის რეჟიმზე, არასერიოზულია. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვმონაწილეობთ ამ მოლაპარაკებებში. ჩვენი ამოცანაა ყველა ის მოთხოვნა იყოს ბოლომდე გატანილი, რაც ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ მოლაპარაკებებში განეთქილების შეტანა სურთ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)