07:57 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 10:26:30, 516 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანი, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, სამედიცინო ტურიზმისა და  განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.

ხელმოწერა ქ. ანკარაში გაიმართა. სამინისტროს სახელით ოქმს ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მოაწერა. დოკუმენტის ხელმოწერას  კი  ონლაინ ფორმატში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ადმინისტრაციის უფროსი  თინათინ ხარძიანი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics