|
2020-12-05 11:54:00, 563 ნახვა
პოლიტიკა
პასუხს დღის ბოლომდე ველოდებით - ზურაბ ჯაფარიძე თანაპარტიელებს ცივილიზებული გაყრისკენ მოუწოდებს
მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება, პასუხად მივიღე, რომ „დავოკებულიყავი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს. ჯაფარიძე თანაპარტიელებს ცივილიზებული გაყრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და შესაბამის პასუხს დღის ბოლომდე ელოდება. „სალამი მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს – ჩემია, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგ რესურსი ამოწურულია. თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ, თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება. გუშინწინ საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი „გირჩს“, ვინც წლებია, საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო „გირჩში“, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს „გირჩისთვის“. განხილვის თემა იყო „გირჩის“ მომავალი. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია „გირჩის“ ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი „გირჩი“, ისევე როგორც „გირჩის“ ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება – ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუს-ის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა რომ ჩემი ნებით წავსულიყავი „გირჩიდან“, რადგან სახელში უკვე მიწერია „გირჩი“ და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე. დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე, მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი – ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი – გადაწყვიტოთ თქვენ, „გირჩმა“: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით. ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით. პასუხი გვინდა დღის ბოლომდე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია, გაკეთდეს ხვალვე, თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მისი და თანაპარტიელების გზები გაიყო. განცხადების თანახმად, ჯაფარიძე თანაპარტიელებთან ერთად „გირჩის“ კეთებას აღარ აპირებს.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)