|
2020-11-18 15:03:46, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი მათი რეფლექსია - სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარლალეურად პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოზე ისაუბრეს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ძირითადი თემა, რასაც აღნიშნული განცხადება შეეხება, საქართველოში მიმდინარე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ოპოზიციაზე საუბრობს და ამბობს, რომ აშშ მუდმივად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ის დარღვევების გადასაჭრელად, რომლებზეც საუბრობენ, მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს, თუმცა აქვეა აღნიშნული ნდობის ფაქტორი და საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების უნდობლობა. ამასთანავე, ის მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეწყვიტონ ბოიკოტი და გადაინაცვლონ საკანონმდებლო ორგანოში, რადგან ისინი ვალდებულები არიან შევიდნენ პარლამენტში და შეიტანონ ის ცვლილებები, რომელიც მათ ამომრჩეველს სურს. „ჩვენ ოპოზიციას მუდმივად ვურჩევთ, რომ დარღვევების შესახებ მიმართოონ სამართალდამცავ ორგანოებს და მათი ბრალდებები გადაიჭრას სამართლებრივი გზებით. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს დიდი ნდობა სასამართლო სისტემის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. ყველა ეს ინსტიტუცია განვითარების პროცესშია და სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ ამგვარ გზას მიმართა. მათ არ ჰქონდათ ნდობა, რომ ნამდვილად მიიღებდნენ იმ შედეგებს, რომელიც მათთვის საჭირო იყო, არ ჰქონდათ იმედი, რომ მათ პრეტენზიებს შეამოწმებდნენ და სწორედ ამიტომ, არჩევნების მეორე დღეს მათ ხელახალი არჩევნები მოითხოვეს. მე და ევროკავშირის ელჩი ვმართავთ შეხვედრებს ყველა მხარესთან, რომ მივაღწიოთ გამოსავალს ჩიხიდან, რადგა ის, რადგან ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ იბრძოლოს ეს ბრძოლა კი, პარლამენტში გადაიტანოს და შეწყვიტოს ბოიოტი. მათი ერთგვარი რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ ვურჩევდით, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის. თქვენ აგირჩიათ თქვენმა ამომრჩეველმა და ვალდებულები ხართ, შეხვიდეთ პარლამენტში და შეიტანოთ ცვლილებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)