|
2020-11-18 10:22:09, 417 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოში პოლიტიკური პარტიები უნდა გამოვიდნენ ჩიხიდან და შევიდნენ ახალ პარლამენტში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელები, კერძოდ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების ადა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და სადამკვირვებლო მისიის ლიდერები მოუწოდებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაძლიონ პოლიტიკური ჩიხი და შევიდნენ პარლამენტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა. „კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე მივიდა საარჩევნო უბნებზე, რათა დაეფიქსირებინათ ხმები. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მეტყველებდა ამ არჩევნების მნიშვნელობაზე და ყველა ქართველის ძლიერ დემოკრატიულ ვალდებულებაზე“, – განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, ელონა ჯებრეა ჰოჯამ. ჰოჯამ ხაზი გაუსვა საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას. „ასეთი პროცესი მნიშვნელოვანია ბოლო წლებში განვითარებული საარჩევნო პროცესებისადმი ქართველი ამომრჩევლების ნდობის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულებულია, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს თავისი მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში“, – განაცხადა ჰოჯამ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფინელმა პარლამენტარმა, პია კაუმამ განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. „დამკვირვებლების დასკვნით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ჩატარებული ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ განახორციელა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები თავისი დემოკრატიის განვითარებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, საპარლამენტო მმართველობის მოდელის გაუმჯობესებისა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაწყების გზით“, – განაცხადა პია კაუმამ. მან მოუწოდა ჩართულ მხარეებს, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის. „მხარეებმა, რომლებიც ამჟამად აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ჩიხში, უნდა იპოვონ გამოსავალი გზა. მართალია, ამ ამოცანის სირთულე აშკარაა, თუმცა პოზიტიური შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკელმა კონგრესმენმა, რიჩარდ ჰადსონმა. ჰადსონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს თავისი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი, მათ შორის მათი, ვინც ადგილზე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს შეთანხმების მიღწევაში მხარეების დახმარების მცდელობით, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ შექმნილი ვითარების გადაწყვეტა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენა თავად ქართველებზეა დამოკიდებული.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)