01:53 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 14:49:22, 612 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - არა მხოლოდ სომხეთთან ფეხბურთს, არამედ ყველასთან ყველაფერს ვაგებთ

ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისივე შეფასებით, ევროპულ სივრცეში საქართველო დარჩა ბოლო, ჩამორჩენილ დიქტატურად.

“მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩემმა მეგობარმა, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებში ისეთივე შედეგი დადგა, როგორიც საქართველოში - იყო დაახლოებით 59%, ოპოზიციის სასარგებლოდ. მოლდოვაში საარჩევნო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა. საქართველოში პირიქით დასვეს, რადგან არჩევნები მოიპარეს. როდესაც მე 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო და საქართველო იყო ბევრად წინ. დღეს მოლდოვა უსწრებს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტით 200 დოლარით. მოდლოვის ვალის მოცულობა არის მხოლოდ 26%, ხოლო საქართველოში 60% გახადეს. საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად მთელს ამ სივრცეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics