|
2020-11-14 16:27:05, 616 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს საწოლფონდის რაოდენობაზე და რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ. გიორგი გახარიამ თითოეული კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში. საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. ამასთან, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროცესის ოპერატიულ მართვას, შესაბამისად კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)